ხელვაჩაურში, სოფელ ფერიაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 4 ჯგუფი ფუნქციონირებს, რომელშიც 120 ბავშვი მიიღებს განათლებას.
საბავშვო ბაღის ასაშენებლად 188 ათას 300 ლარი დაიხარჯა, ხოლო ინვენტარის შესაძენად 94 ათას 710 ლარი. ხელვაჩაურში კიდევ სამი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.