აშშ - მკვლელობა ამერიკის კენტუკის შტატში

21 იანვარი 2018, 00:00 2461 ნახვა

31 წლის ქართველი მოკლული იპოვეს ამერიკის  კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში ბაუმენ ფელდის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლში, პოლიციის ინფორმაციით მასთან ერთად კიდევ ერთი გვამი იპოვეს, რომელიც 30 წლის ამერიკელი კაცია. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მოკლულის ოჯახმა პოლიციას მისი დაკარგვის შესახებ შეატყობინა. 

ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით,  დაკარგულის სამძებრო ოპერაციის დროს ისინი ერთ-ერთ ბინაში მივიდნენ, სადაც ორი ცხედარი აღმოაჩინეს.  ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე, ქართველი მამაკაცის გაუჩინარების შესახებ მისმა მეუღლემ განაცხადა. ამჟამად, პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილების დადგენას ცდილობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი