ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა- ოფიციალური ცერემონია

21 იანვარი 2018, 00:00 3893 ნახვა

ამ წუთებში საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. საძირკველში სიმბოლურ კაფსულას უშვებენ. 99 მილიონ 448 ათას 408,56 ლარის ღირებულების მოედნის მშენებლობის დასრულება, რომელიც 20 ათას მაყურებელზეა გათვლილი 2020 წელს იგეგმება. დღევანდელ ცერემონიაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები არიან მოწვეული.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე შოთა გოგოლაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებიან.

ამავე კატეგორიაში