იანვრიდან ხულოს მუნიციპალიტეტის საშტატო ერთეულებში ცვლილება განხორციელდა. მერის 25 წარმომადგენელი, რომელთაც აქამდე შრომითი ხელშეკრულებები ჰქონდათ, შტატში გააგრძელებენ მუშაობას.
თემის წარმომადგენლები კი კონკურსის შედეგად არიან დანიშნულები. ხულოს მუნიციპალიტეტის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი ხაჯიშვილის განმარტებით, ცვლილების შემდეგ გამგებლის წარმომადგენლების უფლება მოსილებები უცვლელი რჩება.