“აჭარის კონსტიტუციაში “ ცვლილებების საჯარო განხილვები იწყება

21 იანვარი 2018, 00:00 2289 ნახვა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხვალ ხულოდან დაიწყება. 12-წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაში კვოტები უმაღლეს საბჭოში შემავალი პოლიტიკური ძალების მიერ მოპოვებული მანდატების რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. გარდა ამისა, კომისიაში ჩართულები არიან არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხელმოწერით ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვები ხულოს შემდეგ, 23 იანვარს - შუახევში, 24 იანვარს - ქედაში, 25 იანვარს - ხელვაჩაურში, 26 იანვარს - კი ქობულეთში გაიმართება. ყველა შეხვედრა 13.00 საათზე დაიწყება.  ბათუმში, კომისიის გადაწყვეტილებით, კანონის პროექტის საჯარო განხილვა 27-28-29-30 იანვარს დაიგეგმა. 31 იანვარს კი, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი