გაეროს განცხადება ოკუპირებულ ტერიტორებზე

30 ივნისი 2016, 00:00 2151 ნახვა

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 32-ე სესიის ფარგლებში ლატვიის დელეგაციამ, გაერო-ს სახელმწიფოს სახელით, საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებული ერთობლივი განცხადება გააკეთა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის გატაცებების, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ასევე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო. ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქის, დევნილი გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. გაერო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი