ავარიას თურქეთში მსხვერპლი მოჰყვა

20 იანვარი 2018, 00:00 6168 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთის ესკიშეჰირის პროვინციაში .  პროვინციის გუბერნატორის ოზდემირ ჩაკაჯაკის განცხადებით ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა.  ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ანკარიდან ბურსაში გადაჰყავდა, უცნობი მიზეზით გზის პირას დარგულ ხეებს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  პროკურატურამ  მოკვლევა დაიწყო. ავტობუსის მძღოლები დაკავებულია. 

თურქული მედიის ინფორმაციით, ავტობუსში სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებიც  სასკოლო არდადეგების დროს სამთო-სათხილამურო კურორტ ულუდაში მიემგზავრებოდნენ.  ზოგიერთ მოსწავლეს მშობელი ახლდა.  წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი გზაზე  ცხოველის გამოვარდნა გახდა. გუშინ თურქეთში ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო რამდენიმე რეგიონში ავტობუსების მონაწილეობით სამი მასშტაბური ავარია მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 78 ადამიანი.

ამავე კატეგორიაში