სოფელი თხილვანა 22 ოჯახმა დატოვა. მეწყერსაშიშ ზონაში ამ დრომდე 40-მდე ოჯახი რჩება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თხილვანაში არსებული სიტუაციის კონტროლი ხდება და ოჯახები საფრთხის შემცველ ტერიტორიას ეტაპობრივად დატოვებენ.
რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით ასევე გრძელდება ოჯახების 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩართვა. სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები გასულ წელს განვითარდა. რამაც საფრთხე 65 ოჯახს შეუქმნა. ოჯახების ნაწილს ხულოს სოციალურ ბინაში ფართი გამოუყვეს, ნაწილს კი 25-25 ათასი ლარი გადასცეს.