ამორტიზებულ შენობაში შესახლებულები თავშესაფარს ითხოვენ

19 იანვარი 2018, 00:00 3357 ნახვა

2 ოჯახი საფრთხის ქვეშაა. ის, რომ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრება ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს საფრთხეს უქმნის, ხულოს მერიაში დიდი ხანია იციან. საქმე ეხება სხალთის საჯარო სკოლასთან არსებული ყოფილი ინტერნატის შენობას, სადაც ეს ოჯახები წლების წინ თვითნებურად შესახლდნენ.

ამბობენ, რომ მათ თავდაპირველად უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას და საცხოვრებელ სახლებს დაჰპირდნენ, რადგან კუთვნილ სახლებში ცხოვრება, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, დაუშვებელია. ინტერნატის დაზიანებული შენობა საფრთხეს უქმნის სკოლის მოსწავლეებსაც.

სოფელში ამ ადგილზე სპორტდარბაზის აშენებას ითხოვენ, თუმცა ჯერ დემონტაჟიც არ გადაწყვეტილა. შენობის დანგრევას განათლების სამინისტრო წლის ბოლომდე აპირებს. გაურკვეველია იქ მცხოვრებლების ბედი. ახალი მერი საკითხის შესწავლის პირობას დებს. სხვათა შორის, ამ საკითხის შესწავლას ყოფილმა გამგებელმა სამი წელი მოანდომა, თუმცა უშედეგოდ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი