ბრაზილიის ქალაქ რიო დეჟანეიროში კოპაკაბანას პლაჟზე ავტომობილი ადამიანების მასაში შევარდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შედეგად დაიღუპა 8 თვის ჩვილი და დაშავდა 15 ადამიანი. ბრაზილიური მედიის ცნობით, 41 წლის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ქვეითთა ბილიკზე გადავიდა.
როგორც თავად ეჭვმიტანილი ამბობს, მას ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა, რამაც მართვაზე კონტროლის დაკარგვა გამოიწვია. ,,როიტერის" ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.