რუსთაველის ქუჩაზე დელფინარიუმის მოპირდაპირედ მუნიციპალური ავტობუსის გაჩერება და მგზავრთა მოსაცდელი რამდენიმე დღეა აღებულია.
მერიის წარმომადგენელის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე “ალიანს ჯგუფმა” მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსაცდელის ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება, რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება.