ბათუმში 4 ქუჩის - მაიაკოვსკის, თაბუკაშვილს, მესხისა და სახოკიას ქუჩების აბონენტებს 6 იანვრის შემდეგ სასმელი წყალი არ მიეწოდება. ტერიტორიაზე წყალმომარაგების მილი ერთდროულად 2 ადგილას დაზიანდა.
ბათუმის წყლის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო გახდა ჩაისუბნის სათავე ნაგებობიდან წყლის მიწოდების შეზღუდვა. კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობას წყალი დაბალი ნაკადით მიეწოდება. წნევის გაზრდის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების ჩატარება