ნათლისღების დღესასწაული მსოფლიოს მართლმადიდებელმა მრევლმა აღნიშნა

19 იანვარი 2018, 00:00 2815 ნახვა

ნათლისღების დღესასწაული მსოფლიოს მართლმადიდებელმა მრევლმა აღნიშნა. ,,როიტერის" ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე ასობით ქრისტიანი პილიგრიმი მდინარე იორდანესთან შეიკრიბა, სადაც ახალი აღთქმის თანახმად, იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემელმა მონათლა.

ყოველწლიურ ცერემონიას იერუსალიმის პატრიარქი, თეოფილოს მესამე უძღვებოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა მორწმუნეებმა მდინარეში შთაფვლით ქრისტიანული ტრადიცია შეასრულეს. ქრისტიანულ დღესასწაულს უკრაინაშიც აღნიშნავენ.

კიევში რამდენიმე რაიონში ყინულჭრილებში წყალი აკურთხეს და წყალში შესვლის რიტუალი შეასრულეს.

რუსეთში კი გაყინულ სელიგერის ტბაში ქვეყნის პრეზიდენტიც შევიდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 6 გრადუსია. დღესასწაულს ვლადიმერ პუტინი მამათა მონასტერში შეხვდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი