სადღესასწაულო წირვას პატრიარქი სამების ტაძარში ატარებს

19 იანვარი 2018, 00:00 2911 ნახვა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.  დღეს წყალი ეკურთხება.

წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი