‘’ვადასტურებთ, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა’’ - აუდიტის სამსახური

19 იანვარი 2018, 00:00 3421 ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა -ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი. დოკუმენტში წერია, რომ ახალი დასკვნა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი შესაბამის მტკიცებულებებსა  და არგუმენტებს ეფუძნება. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის   უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხი შესწავლა კი სამინისტროს სამუშაო ჯგუფთან ერთად, დაჩქარებულ რეჟიმში   მოხდა. 

„საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა  მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.

სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აუდიტორული საქმიანობის   გეგმაზე თანდართული განმარტებები უკვე შესწავლილი  ფაქტების ამსახველ დოკუმენტს არ წარმოადგენს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ხმარებიდან ამოსაღები  29 ათასზე მეტი ვაქცინა საქართველოში გაიხარჯა  - ამი შესახებ ინფორმაცია 17 იანვარს გავრცელდა, რომელიც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეფუძნებოდა. 

საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აქ განმარტავდნენ რომ ის მედიკამენტი, რაზეც აუდიტი საუბრობს, კანონის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში.
საკითხზე ბრიფინგი გამართა ჯანდაცვის მინისტრმა გამართა. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ საქართველოში ყველა ვაქცინა მაღალი ხარისხისაა.  

ამავე კატეგორიაში