თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრა

18 იანვარი 2018, 00:00 3102 ნახვა

საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დაამტკიცეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზეც. შრომის ანაზღაურება საკრებულოსა და მერიის ყველა თანამშრომელს გაეზარდათ იმის ხარჯზე, რომ ისინი ვეღარ აიღებენ განცალკევებით პრემიებსა და დანამატებს.

საკითხის დამტკიცებას საკრებულოს არც ერთმა ოპოზიციონერმა წევრმა მხარი არ დაუჭირა. მათ მიზეზად  მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური ფონი დაასახელეს და  ხელფასები ზრდა არამიზნობრივად მიიჩნიეს. მერის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დაქვემდებარებული სამსახურების ხელფასების საკითხზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში