შუახევში ხიდების აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება

30 ივნისი 2016, 00:00 4433 ნახვა

შუახევში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენა მდინარე უჩამბის ადიდების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის აღდგენილია მხოლოდ ერთი ხიდი, სოფელ დროს მიმართულებით. 400-მდე ოჯახი საცალფეხო გადასასვლელებით სარგებლობს. ევაკუირებული 10-მდე ოჯახი საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა და აღდგენილია ელექტროენერგიაც. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებს ამ დრომდე გეოლოგები სწავლობენ. პარალელურად სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ ზარალის დათვლა მიმდინარეობს. თუ რა რაოდენობის ზარალი მიაყენა სტიქიამ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი