ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა

17 იანვარი 2018, 00:00 1856 ნახვა

თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ  2018 წელს, ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი