85 ათასი ლარი დაიხარჯება კულტურული ღონისძიებებისთვის ქობულეთში 2018 წელს. თანხა გასულ წელთან შედარებით 5 ათასი ლარითაა შემცირებული, ამის მიუხედავად მუნიციპალიტეტში 6 ახალი პროგრამაა დაგეგმილი.
ბიუჯეტით სულ 22 ღონისძიების ჩატარება იგეგმება, მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სახალხო დღესასწაული “ქობულეთობაა.” დაგეგმილია ტურისტული ტურები და სხვა კულტურული ღონისძიებები.