Freedom House-ის ანგარიში

16 იანვარი 2018, 00:00 2078 ნახვა

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გაიტაცეს იმ პირებმა, რომლებიც (მუხთარლის მტკიცებით) ქართულად საუბრობდნენ და იგი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. ეს იწვევს შეშფოთებას, გატაცებაში საქართველოს თანამონაწილეობასთან დაკავშირებით” -  აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა.


ანგარიშში მოხვდა საკონსტიტუციო ცვლილებები. 2018 წლის შეფასების მიხედვით, რომელიც არაა დასრულებული, საქართველოს ქულა არ შეცვლილა, ქვეყანა კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში რჩება.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი