საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის თავმჯდომარეა

16 იანვარი 2018, 00:00 3208 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შავი ზღვის და ბალტიისპირეთის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის თავმჯდომარეა. ეს პოსტი  ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადმოიბარა.

ასოციაციის თავმჯდომარეობა, როტაციის წესით, ერთი წლის ვადით ასოციაციის წევრ სახელმწიფოზე ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით გადადის.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ფარგლებში წელს ასოციაციის მესამე კონგრესი თბილისში გაიმართება.

ასოციაციის მიზანია ადამიანის უფლებათა და ძირითად   თავისუფლებათა დაცვის ხელშეწყობა, საკონსტიტუციო სასამართლოების დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის პრინციპების იმპლემენტაცია.

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების  კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის დეკლარაციას ხელი მოეწერა ვილნიუსში 2015 წლის 25 ოქტომბერს უკრაინის, საქართველოს, ლიტვისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების მიერ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი