საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში. ახალი მოადგილე დანიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ. რუსუდან შავიშვილის ბიოგრაფია სამედიცინო სფეროს უკავშირდება, უფრო ადრე კი ასლან აბაშიძის მეუღლის მაგული გოგიტიძის ფონდს ხელმძღვანელობდა.
ახალი მოადგილე ეყოლება სავარაუდოდ ცოტა ხანში განათლების მინისტრსაც. ამ პოზიციაზე ბათუმის ყოფილი მერის, ყოფილი ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე განიხილება, რასაც ამ ეტაპზე ინგა შამილიშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამ სამინისტროში კიდევ ერთი ვაკანტური ადგილია.
სამი მოადგილის პოზიციაა თავისუფალი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ავთანდილ მესხიძეს მხოლოდ ერთი მოადგილე ჰყავს. ეკონომიკაში კი ყველა პოზიცია შევსებულია, ამ სამინისტროს სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით სულ სამი მოადგილის შტატი აქვს დაშვებული.