ენმ: ''ზურაბ პატარაძე ოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს''

15 იანვარი 2018, 00:00 3601 ნახვა

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა დღეს მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან პლაკატებითა და ხის საჭრელი დანადგარებით მივიდნენ. აქციის მონაწილეებმა რეგიონიდან, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა  ამ ფორმით გააპროტესტეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს, რეგიონიდან ხეების გატანის პროცესებს ხელს უწყობს, რაც დიდი დანაშაულია.

აქციის მონაწილეების თქმით, ჩაქვის ტერიტორიაზე დაზიანებულია სხვა მწვანე ნარგავები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პროცესები შეაჩერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

აქცია-პერფორმანსს აჭარის მთავრობაში გამოეხმაურნენ და ის პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასეს.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში