პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციის საკითხზე ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის ჯგუფის მექანიზმი აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული ასეთ საკითხებზე.
ამასთან, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები სუსტია და საკანონმდებლო ორგანო მუშაობს იმისთვის, რომ ეს ფუნქციები უფრო ეფექტიანი გახდეს.