ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა

12 იანვარი 2018, 00:00 2480 ნახვა

მეცნიერები და მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებული კანონპროექტის განხილვის შეჩერებას და მსჯელობის დაწყებას ითხოვენ.

მეცნიერებათა აკადემიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე იმუშავებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეთანხმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კანონპროექტში გარკვეული საშიში აქცენტებია, რის გამოც პროექტი უნდა გადაიხედოს.
 

სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ საპატრიარქო არასდროს ემხრობოდა პატიმრობას და კანონის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს დახმარება და არა დაჭერა, თუმცა არსებული ვერსია ამ მიმართულებას არ ითვალისწინებს.

კითხვაზე ხომ არ ცდილობს საპატრიარქო გარედან ჩაერიოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში, დეკანოზმა ანდრია ჯიღმაიძემ დღეს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ გაითვალისწინონ მათი მოსაზრება, შეუძლიათ არ გაითვალისწინონ. რას ფიქრობენ კანონმდებლები, როგორია მეცნიერების და სასულიერო პირების პოზიციები? ასევე რას ითვალისწინებს მოქმედი პროექტი?

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი