ვარდების სკვერში ახალი სკამების მონტაჟი დასრულდა. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით კიდევ სამ რეკრეაციულ ზონაში შეიცვალა სკამები, რისთვისაც 69 500 ლარი დაიხარჯა.
დაზიანებულ ძველ სკამებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება და მოთხოვნის შესაბამისად ბათუმის სხვადასხვა სკვერში განთავსდება.