ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგი

29 ივნისი 2016, 00:00 2915 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა. კვლევა 2016 წლის 1 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მოიცავდა პოლიტიკური ძალებისადმი ტელევიზიების განწყობას. მკვლევარები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას, რომელიც პრაიმ-ტაიმში გადიოდა ეთერში. კვლევის მიხედვით, წინა წლების მონიტორინგთან შედარებით მედიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესებულია. მკვეთრად შემცირებულია ბალანსის და ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა. დაკვირვების ქვეშ მყოფი მაუწყებლები თითქმის არ ახდენდნენ სიძულვილის ენის ტირაჟირებას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი