ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებს გახსნიან. ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯამში 9 უბანი იფუნქციონირებს, მათგან 5 ცხინვალში, დანარჩენი 4 ზნაურსის, ჯავას ადმინისტრაციებში, ასევე ლენინგორისა და დმენისის სოფლებში გაიხსნება.
არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს დაეკისრა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს არის ჩანიშნული.