დეფაქტო სამხრეთ ოსეთი საქართველოს საზღვართან ე.წ. საბაჟოს ხსნის. გამოცემა ,,სპუტნიკ ოსეთიას" ცნობით, განცხადება ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
დეფაქტო საბაჟო ორგანოები პუნქტს ერთი კვირის განმავლობაში საზღვარ ,,რაზდაჰანის" გამარტივებული კვეთის ადგილას აამოქმედებენ. მურატ ცხოვრებოვის თქმით, ე.წ. საქართველოს საზღვართან ე.წ. მესაზღვრეები ყველა ტვირთსა და პროდუქტს შეამოწმებენ, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის საზღვარს გადაკვეთს.