საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უმასპინძლა დღეს თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში. უცნობია იყო თუ არა საუბარი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მიღებულ ახალ რეგულაციაზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, რომლის თანახმადაც განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის საკითხები.
როგორც აღინიშნა, საბაჟო სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციები, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბებას, სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით.