თურქეთმა საზღვრის გადაკვეთის წესი შეცვალა

09 იანვარი 2018, 00:00 21158 ნახვა

მეზობელი ქვეყნის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია და გამოხმაურება საქართველოში - თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან, თურქეთის საზღვრის კვეთა და ტერიტორიაზე, მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ, უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

საქართველოს მოქალაქეები ხაზგასმით აცხადებენ, რომ ეს ცვლილება მათ დააზარალებს. სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ხელშეკრულება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში თურქეთის საკონსულოს უნდა წარუდგინონ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი შესაბამის ქვეყნებში არსებულ საკონსულოებს, რადგან ახალი რეგულაცია მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეხება თურქეთის ყველა გამშვებ პუნქტს და ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში