ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 ათას 300 ერთეულზე მეტი ყალბი ერთლარიანი მონეტა, რომლებიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები.