ბაღი სკოლის შენობაში

07 იანვარი 2018, 00:00 1974 ნახვა

ქობულეთში საბავშვო ბაღი 2018 წელსაც ისევ სკოლის შენობაში იქნება განთავსებული. სოფელ ალამბრის ბაღი 2009 წლიდან ფუნქციონირებს და ცალკე შენობა არ გააჩნია, ამ წლის ბიუჯეტში კი ბაღის მშენებლობისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის. საბავშვო ბაღში 70 აღსაზრდელი ირიცხება. უადგილობის გამო კი ბაღში ჩარიცხვის მსურველი ბავშვები იძულებულნი არიან მეზობელ სოფლებში იარონ.

მერიაში აცხადებენ, რომ წელს სკოლის შენობიდან ცალკე შენობაში სოფელ აჭყვისთავისა და ჩაისუბნის აღსაზრდელები გადავლენ,რაც შეეხება ალამბარს, მიმდინარე წელს ამ ბაღის პროექტს შეიძენენ რის შემდეგაც დაზუსტდება მშენებლობის თანხები და ვადები თუ როდის შეძლებს ბაღის საკუთარ შენობაში ფუნქციონირებას. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში