დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულს ზეიმობს. ტაძრებში ღამით საშობაო ლიტურგია შესრულდა. ქრისტიანულ სამყაროში მაცხოვრის შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.
დღევანდელი დღესასწაულით მორწმუნეთათვის დასრულდა მარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდებოდა. ღამისთევით მსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მეუფე დიმიტრიმ აღავლინა და მრევლი დალოცა.