არჩევნებში მონაწილეობის გამო, შეწყვეტილი სტატუსის აღდგენას ითხოვენ დანისპარაულში იმამისთვის. საუბარია ამირან პაპიძეზე, რომელიც “ევროპული საქართველოს” სახელით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა, არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ კი 3 თვეა თავის საქმიანობას აგრძელებს, თუმცა უსტატუსოდ და უხელფასოდ.
თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთი რელიგიური ლიდერი მონაწილეობდა, ავთანდილ გაბაიძე “ქართული ოცნებიდან” უკვე დეპუტატია საკრებულოში.
იმამებისთვის ოფიციალური სტატუსის აღდგენის მოთხოვნით სამუფთოს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა ანზორ ბოლქვაძემაც მიმართა. სამუფთო სამმართველო საქმის კურსშია, აცხადებენ, რომ პაპიძეს მათთვის ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.