14 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება დაიწყება წელს ბათუმში. საუბარია ასლან აბაშიძის რეჟიმის დროს დანგრეული ესტაკადის მშენებლობაზე. ქალაქის შემოსასვლელთან, მატარებლის ლიანდაგზე გადასასვლელს “კავკასუს როუდ პროჯექტი” ააშენებს, მას ამისთვის დაახლოებით ერთი წელი აქვს. აღსანიშნავია, რომ პორტთან არსებული რკინიგზის ლიანდაგი, ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას, ახალი ესტაკადის მშენებლობით კი ეს პრობლემა სრულად მოიხსნება.
პროექტის განხორციელების დაწყებამდე, მზადდება ახალი შემოვლითი გზა, რომლითაც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ისარგებლებენ მძღოლები.