საგამოძიებო უწყება ‘’ბათუმის კორპუსის’’ ყოფილი ხელმძღვანელით დაინტერესდა

05 იანვარი 2018, 00:00 4196 ნახვა

საგამოძიებო უწყება  ა(ა)იპი ‘’ბათუმის  კორპუსის’’ ყოფილი ხელმძღვანელით დაინტერესდა. საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ამჟამინდელი თავჯდომარე  28 დეკემბერს დაკითხეს.

რა საქმეზე იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ზურაბ ნაკაიძე არ აკონკრეტებს. დეპუტატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ის მოწმის სტატუსით დაკითხეს. კითხვები  კი ყოფილ სამსახურს  უკავშირდებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ნაკაიძეს საბიუჯეტო თანხებს გაფლანგვაში ედავებიან. საუბარია ბათუმში  ერთ-ერთი სპორტული მოედნის მშენებლობის პროექტზე.  აღნიშნულ ინფორმაციას ‘’ბათუმის კორპუსის’’ ყოფილი უფროსი არ ადასტურებს.

ზურაბ ნაკაიძე თვითმმართველობის არჩევნებში ''ქართული ოცნების'' კვოტით აირჩიეს და ის ძველი ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატია. მანამდე კი წლების განმავლობაში მერიაში ''ბათუმის კორპუსს'' ხელმძღვანელობდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი