მიწისძვრით დაზარალებული სახელმწიფო დახმარების მიუხედავად თავშესაფრის გარეშეა

04 იანვარი 2018, 00:00 2496 ნახვა

ჯიხანჯურში მცხოვრები შოთა ფუტკარაძე, რომელსაც სახლი 2012 წლის მიწისძვრის დროს დაუზიანდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, მისთვის განკუთვნილი თანხის მესამე ნაწილის ჩარიცხვას ითხოვს, საუბარია 8 ათას ლარზე, რომელიც ქობულეთის მერიამ აღარ გადაურიცხა, რადგან მეორე ეტაპის სამუშაოები არ შესრულდა.

ფუტკარაძე კი ამაში ჯიხანჯურის ადმინისტრაციის მაშინდელ თანამშრომელს ადანაშაულებს, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მას არ გააჩნია. ეს თანამშრომელი მერიაში დღესაც მუშაობს, მისი თქმით იგი ფუტკარაძეს მხოლოდ გადაადგილებაში ეხმარებოდა და თანხასთან შეხება არ ჰქონია.

ამ დავის მიღმა არის ერთი მთავარი ფაქტორი ხანში შესული კაცი სახურავის გარეშე ისეთ სახლში ცხოვრობს, სადაც წყალი ჩადის. ფუტკარაძე საცხოვრებელს ითხოვს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი