კომბინირებული სიტუაციური სწავლება მაზარ-ი-შარიფში. ავღანეთში საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა.
მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
სწავლების მიზანი დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის აღმოჩენა, საკვანძო ადგილმდებარეობის დაკავება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება და მისი საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია იყო.