აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს დარგის განვითარების მიზნით პროექტების გაგრძელებას გეგმავს. სამინისტროს ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 800 ათასი ლარით გაიზარდა.
უწყება სულ 19 პროგრამას ახორციელებს. აქედან სამინისტროსა და აგრო სერვის ცენტრს 6 ახალი პროგრამა ემატება. წელს დაგეგმილია 20 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების გაშენება. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სანერგე მეურნეობის ცენტრის მოწყობა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მეცხოველეობის დარგის განვითარებას შეუწყობენ ხელს.