ხულოში ღორჯომის ხეობაში მდინარე „ღორჯომის წყალთან“ ჯებირი მოეწყობა, სამუშაოებისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტი წელს დაგეგმილ პროექტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია.
ხულოს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 9 მილიონ 579 ათას 150 ლარია. თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გადანაწილებული.