საახალწლო კონცერტით და ფოიერვერკით შეხვდნენ ახალ წელს ქედაში

01 იანვარი 2018, 00:00 3031 ნახვა

საახალწლო კონცერტით და ფოიერვერკით შეხვდნენ ახალ წელს ქედაში. მასში ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ქედის მერიამ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები დააჯილდოვა და სიგელები გადასცა. ნაძვის ხესთან შეკრებილებმა სხვადასხვა ვიქტორინაში მიიღეს მონაწილეობა. გალა კონცერტამდე კი ქედაში საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ამავე კატეგორიაში