“ნაციონალური მოძრაობა” საახალწლოდ პრემიების გაცემას აპროტესტებს

31 დეკემბერი 2017, 00:00 2227 ნახვა

წინასაახალწლოდ პრემიების გაცემას აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხულოში, ირაკლი ჯორბენაძე თვითმმართველობას მოუწოდებს პრემიის თანხები სოციალურად დაუცველებს მოახმარონ.

ხულოს საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით წლის განმავლობაში სამჯერ იყო პრემიის გაცემა დაგეგმილი და პრემია ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად სულ 130-მდე თანამშრომელზე გაიცა , პრემიის აღებაზე უარი თქვა ხულოს ახლად არჩეულმა მერმა, გოჩა მელაძემ აღნიშნული თანხა ბიუჯეტში უკან დააბრუნა. ხულოს მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში საკრებულოში და მერიაში 174 000 ლარის პრემია გაიცა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში