შუახევსა და ხულოში დღეს კონცერტები არ გაიმართება

31 დეკემბერი 2017, 00:00 4429 ნახვა

ხულოსა და შუახევში დღეს საახალწლო კონცერტი არ გაიმართება, თუმცა იქნება ფოიერვერკი. ხულოში  ღონისძიება ახალ წლამდე ორი დღით ადრე გაიმართა, მასში ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი კონცერტი ხვალ დღის პირველ ნახევარში ჩატარდება. შუახევში დილიდან სპეციალურად საახალწლო კოსტიუმებით გამოწყობილები მოქალაქეებს ხვალ კონცერტზე ეპატიჟებიან.

ამავე კატეგორიაში