ვინ არ ენდობა მთავრობას?

28 ივნისი 2016, 00:00 3393 ნახვა

არჩილ ხაბაძე კვლავ პოლიტიკური განხილვების მთავარ ფიგურად რჩება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია მისი შეცვლის შესახებ, დღეს კი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი აჭარის უმაღლესი საბჭოს დღის წესრიგში ოფიციალურად დადგა. მხარდამჭერთა უმრავლესობა მმართველი გუნდის წევრია. უბრალო დამთხვევა, პოლიტიკური თამაში თუ საკანონმდებლო ვალდებულება - დეპუტატებს პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ერთ კვირა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კი თანამდებობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, თუმცა პოლიტიკურ წრეებში არჩილ ხაბაძეს თანამდებობაზე ყოფნის წუთებს უთვლიან და მას უკვე სავარაუდო შემცვლელიც კი მოუძებნეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში