სოციალურად დაუცველ 13 ოჯახს ხელვაჩაურის მერიამ წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცა. ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ათასს არ აღემატება ტკბილეული და ერთჯერადი საჩუქრის სახით 300 ლარი დაურიგდათ.
ხელვაჩაურის მერი სოფელ მახოში მცხოვრებ მურად ლომაძის ოჯახს ეწვია და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, მუნიციპალიტეტში საშობაოდ კიდევ 10 ოჯახი შეირჩევა.