საახალწლო ღონისძიებები გრძელდება ქობულეთში. კულტურის სახლში მაყურებლის წინაშე გურამ თამაზაშვილის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი წარსდგა, მათ ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
საახალწლო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი კონცერტი დღეს საბავშვო სტუდიების მონაწილეობით 17 საათზე გაიმართება. ხვალ კი გასართობი აქტივობები 13 საათიდან დაიწყება და გვიან ღამემდე გასტანს.