წინასაახალწლოდ ხდება აქტუალური უფასო სასადილოები, სწორედ ახალი წლის დღეებში სტუმრობენ ხოლმე ჩინოვნიკები სასადილოებს და ბენეფიციარებს ერთჯერად საჩუქრებს გადასცემენ. დღეს თიკო სუსარეიშვილი დაინტერესდა ერთჯერადი საჩუქრების გარდა, რა იცვლება საახალწლოდ სასადილოების მენიუში – აღმოჩნდა რომ არც არაფერი.