დღესვე ბორდის სხდომის დაწყებისას განცხადებები გაკეთდა ზვიად რატიანის შესახებ შსს-ს მიერ მიწოდებული მასალის პირველი არხის ეთერში გასვლის თაობაზე. საუბარია ფრაგმენტულ მასალაზე, რასაც არხი არ აზუსტებდა.
ბორდისთვის ვიდეო-მასალა იყო მიუღებელი, არხის დირექტორი კი აცხადებს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა რა ფორმით, უცნობია. ზვიად რატიანი დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. იგი 2 000 ლარით დააჯარიმეს, მას სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ უთხრა, რომ არა ახალი წელი დააპატიმრებდა კიდეც. სხდომის დაწყებამდე სოლიდარობის აქცია გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
პოეტი შსს-ს თანამშრომლებს, ე.წ. რეიდების დროს, ცემაში ადანაშაულებს. სამართალდამცველები კი ამტკიცებენ, რომ მათ რატიანი წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა. რატიანი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.