ქობულეთში მდინარეებზე მოტივტივე ნარჩენების შემკრები მოწყობილობები დამონტაჟდება

29 დეკემბერი 2017, 00:00 2344 ნახვა

ქობულეთში მდინარეებზე მოტივტივე ნარჩენების შემკრები  მოწყობილობები დამონტაჟდება. შემაკავებელი ბადეები კინტრიშისა და დეხვას ზღვის შესართავებთან განთავსდება, რაც მდინარეებიდან ზღვის დაბინძურებას შეამცირებს.

მოწყობილობები მუნიციპალიტეტს აჭარის მთავრობისგან გადაეცა, მონტაჟისთვის  34 ათასი 656 ლარი მომავალი  წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი